«კლიპერსი» 113 — 107 «დენვერი»

«კლიპერსი» 113 — 107 «დენვერი» NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპის მესამე მატჩი გაიმართა დენვერ ნაგეტსსა და ლოს ანჯელეს კლიპერსს შორის. დოკ რივერს გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშით 113:107 გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა — 2:1.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ნაგეტსის სერბი კალათბურთელი ნიკოლა ჯოკიჩი გახდა, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა, 12 მოხსნა და 8 ასისტია. კლიპერსის რიგებიდან თავის გამოჩენა კი პოლ ჯორჯმა მოახერხა. ამერიკელი კალათბურთელის მონაგარი 32 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა.

დენვერ ნაგეტსისა და ლოს ანჯელეს კლიპერსის მორიგი მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი
1/4 ფინალური ეტაპი

მესამე მატჩი

«დენვერი» — «კლიპერსი» — 107:113 (32:33, 27:24, 29:27, 19:29)

სერიის ანგარიში: 1-2


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.