პიერ გასლი: «რედ ბულში დაბრუნებისთვის მზად ვარ»

პიერ გასლი: «რედ ბულში დაბრუნებისთვის მზად ვარ» «ალფა ტაურის» პილოტი პიერ გასლი გამოცემა The Race-თან ინტერვიუში «იტალიის გრან-პრის» დასრულების შემდეგ რედ ბულში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ამისთვის მზადაა.

ვფიქრობ, მზად ვარ, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. რედ ბულიდან ტორო როსოში გადასვლის შემდეგ ერთადერთი რაც გავაკეთე არის ის, რომ ჩემს თავზე მოვახდინე ფოკუსირება და ვეცადე ჩემი შესაძლებლობების ჩვენება. ტორო როსოს გუნდში ბევრი ძლიერი პილოტი ასპარეზობდა და მე ბედნიერი ვარ, რომ გუნდის ისტორიის განმავლობაში მეორე პილოტი გავხდი, რომელმაც რბოლა მოიგო.

ნათელია, რომ ძლიერი ასპარეზობისთვის უნდა იყოს ჯილდოც, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა უბრალოდ მინდა მომენტით დავტკბე, ეს ხომ ჩემს კარიერაში პირველი გამარჯვებაა ფორმულა 1-ში
», - პიერ გასლის სიტყვებს ციტირებს The Race.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.