
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული კარლეს პუიოლი, სოციალური ქსელის მეშვეობით, ლიონელ მესის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მესიმ "ბარსელონაში" დარჩენა გადაწყვიტა და 7 სექტემბერს ინდივიდუალური პროგრამით, პირველი ვარჯიშიც გამართა.
"ბედნიერი ვარ იმით, რომ იგი კვლავ "ბარსელონას" რიგებში განაგრძობს ასპარეზობას. ფეხბურთელებს სრულ ნდობას ვუცხადებ, ლეოსთან ერთად ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ." - წერს instagram -ზე ვეტერანი ფეხბურთელი.
» წყარო