Goal: მემფის დეპაი "ბარსელონას" შესახებ საუბრობს

”ჩემი აგენტისგან ბევრი არაფერი მსმენია. ვიცი, რომ მსგავსი ინტერესი არსებობს, მაგრამ სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან ცოტა რამ ვიცი ამის შესახებ”- ციტირებს მემფის დეპაის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.
ზემოხსენებულმა თავდამსხმელმა "ლიონთან" კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა. მისი მოქმედების ვადა 2020/2021 წლის სეზონის ბოლოს იწურება. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt0ი ფეხბურთელს 44 მილიონ ევროდ აფასებს. კატალონიის "ბარსელონას" გარდა, მემფისით დაინტერესებულია იტალიური "მილანიც".
საფრანგეთის ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონში, რომელიც პანდემიის გამო ვადაზე ადრე დასრულდა, დეპაიმ 13 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. წარმატებული აღმოჩნდა მისი ასპარეზობა უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზეც. "ლიონმა" ნახევარფინალურ სტადიამდე მისვლა შეძლო. ამ გუნდმა ასპარეზობას გამოთიშა ტურინის "იუვენტუსი" და მანჩესტერ "სიტი".