უესტონ მაკკენი: ეს არის ახდენილი ოცნება

"იმის შესახებ ფიქრმა, რომ ასეთი დიდი ისტორიის მქონე კლუბში შეიძლებოდა გადავსულიყავი, მაშინვე გამიტაცა. საჭირო არ იყო, იუვენტუსში" გადასვლასთან დაკავშირებით, ვინმეს დავერწმუნებინე, რადგან ეს არის ოცნება, რომელიც ახდა.
ჩემი მთავარი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ გუნდს დაკარგული ბურთი დავუბრუნო. პირლოსთან ამ თემაზე ვისაუბრე, ხსენებულ თვისებას იგი ძალიან აფასებს. ჩვენ ერთ აზრზე ვართ, როდესაც საქმე ეხება ჩემს როლს საფეხბურთო მოედანზე. კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად თამაში, მისი მოძრაობების ყურება, იმის ნახვა თუ როგორ მუშაობს იგი, ვფიქრობ ჩემთვის სასარგებლო იქნება.
ეს არის უდიდესი პატივი, იყო პირველი ამერიკელი ფეხბურთელი, ვინც ტურინის "იუვენტუსში" ითამაშა. ეს არის საერთაშორისო დონის კლუბი, პოპულარული მთელს მსოფლიოში. აშშ – ში უამრავი მაღაზიაა, სადაც ამ გუნდის მაისურები იყიდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კლუბს დავეხმარო."-ციტირებს მაკკენის სიტყვებს "იუვენტუსის" ოფიციალური ვებ-გვერდი.