საქართველო — ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო — ჩრდილოეთ მაკედონია უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. გუნდებს შორის დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

ამ მომენტისთვის საქართველო და ჩრ. მაკედონია C დივიზიონის მეორე ჯგუფის ლიდერები არიან. ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა პირველ ტურში ესტონეთს სძლიეს მინიმალური ანგარიშით 1:0, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიამ სომხეთი დაამარცხა 2:1.

საქართველოს ნაკრებისთვის კვლავაც აქტუალური რჩება საკადრო პრობლემები. ვლადიმერ ვაისის განკარგულებაში არ იქნება ძირითადის ოთხი ფეხბურთელი: ანანიძე, ტაბიძე დვალი და ნავალოვსკი. MLS-ში მოასპარეზე კაშია და ყაზაიშვილი კი კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო თბილისში ჩამოსვლას ვერ მოახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთთან შეხვედრაში ვლადიმერ ვაისის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გათვლამ გაამართლა და ჩვენი ნაკრები კარგად გამოიყურებოდა. ფლანგებზე 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია და 21 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ სწორედ კვარაცხელიას შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ შეაგდო ბურთი კაჭარავამ.

საქართველოც და ჩრდილოეთ მაკედონიაც გასული წლის ერთა ლიგის გათამაშების ნახევარ-ფინალისტები არიან. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ვაისის გუნდს ბელარუსთან, ხოლო ჩრ. მაკედონიას კოსოვოსთან მოუწევს დაპირისპირება.

ამიტომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთი თვის თავზე ნახსენები ორი ნაკრები კვლავ ერთმანეთს შეხვდეს, თუმცა უკვე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლონ.

ჩვენდა სამწუხაროდ კორონა ვირუსის გამო ხვალინდელი მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ