პასუხის პასუხი: კროოსი ზინედინ ზიდანის შესახებ საუბრობს

პასუხის პასუხი: კროოსი ზინედინ ზიდანის შესახებ საუბრობს მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ზინედინ ზიდანის შესახებ საუბრობს. იგი ხსენებული სპეციალისტის მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებს და აღნიშნავს, რომ ზიდანი დაკისრებულ მოვალეობას თავს ბრწყინვალედ ართმევს.

”ძალიან მეხმარება ის ფაქტი, რომ ზიდანი თავად იყო ფეხბურთელი. მან ზუსტად იცის, თუ რას ნიშნავს იყო მადრიდის "რეალის" მოთამაშე - იგი ამ ცოდნას ბრწყინვალედ იყენებს. ის ასევე შესანიშნავად ფლობს უნარს, მართოს ეგრედ წოდებული ვარსკვლავების გუნდი. ზიდანი ყველაფერს აკონტროლებს, თანაბრად ექცევა ყოველ მოთამაშეს და ნამდვილი ლიდერია. იგი არის საუკეთესო მწვრთნელი, რომლის ნატვრაც კი შეიძლება"-ციტირებს გამოცემა Blick-ი ტონი კროოსის სიტყვებს.

ტონი კროოსის ზემოხსენებული ინტერვიუ ერთგვარი გამოძახილია, ზინედინ ზიდანის განცხადებებისა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ უცვლელად წარმოგიდგენდით -"იგი იმდენად კარგი ფეხბურთელია, თავისუფლად შეუძლია ითამაშოს ექვსიანის, ტიპიური ნახევარმცველის ან თუნდაც 9 ნომერ პოზიციაზე. შენ მას მოედანზე უშვებ, იქ კი იგი თვითონ ქმნის საკუთარ თამაშს. სიმშვიდე - ეს მისი მთავარი მახასიათებელია. მისთვის უცხოა ნერვიულობა, უყვარს გადაცემების შესრულება, ისევე როგორც კარში დარტყმები. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის ფაქტი, თუ როგორ თამაშობს ეს ფეხბურთელი ორივე ფეხით. შეიძლება იფიქრო, რომ იგი დაბადებიდან მემარცხენეა. ტონი ბევრს არ საუბრობს. იგი ძალიან დინჯი და მშვიდი ბიჭია, მაგრამ შეუძლია საკუთარი აზრი დააფიქსიროს, მწვრთნელთან, მენეჯერთან ან კოლეგებთან კომუნიკაციის დროს... მე ბევრ დისკუსიას შევსწრებივარ, რა დროსაც კროოსის სიტყვას საკვანძო მნიშვნელობა ჰქონია."

"ის არ შედის საკაპიტნო ოთხეულში, თუმცა სადღაც სიღრმეში იგი კაპიტანიცაა. მოედანზე ის თანდაყოლილ ავტორიტეტს წარმოაჩენს. მას დაიმახსოვრებენ, როგორც დიდებულ ფეხბურთელს, ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს საკუთარ პოზიციაზე. როდესაც "რეალში" მოვედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი კროოსის გაწვრთნის გამო. ეს სიმართელა. როდესაც პენსიაზე გავალ ვიტყვი, რომ ვწვრთნიდი კრიშტიანოს, ბეილს, მოდრიჩს, რამოსს... მაგრამ ასევე აუცილებლად ვიტყვი, რომ ვავარჯიშებდი კროოს. მისი ვარჯიშები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი უდიდესი პროფესიონალია. ის გამორჩეულია."
-აღნიშნავდა ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა გამოცემა TyC Sports-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.