არშავინი: ლონდონში გადასვლა გამიჭირდა

არშავინი: ლონდონში გადასვლა გამიჭირდა რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეი არშავინი, იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც იგი ლონდონის "არსენალის" შემადგენლობაში ასპარეზობდა.

"ლონდონში გადასვლა გამიჭირდა. იქ თავისუფლება მაკლდა. არსებობს მრავალი წესი, რომელიც სურვილის მიუხედავად უნდა დაიცვა. რუსული მეტყველება და ზოგადად პეტერბურგი ძალიან დამაკლდა. აქ სხვანაირად ვსუნთქავ, სულ სხვანაირად ვგრძნობ თავს. ვერ ვიტყვი, რომ "არსენალში" ვერ ვითამაშე, იქ 130 მატჩი ჩავატარე. უბრალოდ უკეთესი იქნებოდა, უფრო ადრე რომ მიმეღო წასვლის გადაწყვეტილება. ასევე აღვნიშნავდი შემდეგ გარემოებასაც - მწვრთნელმა გარკვეული დროის შემდეგ, ჩემს პოზიციეზე, ახალი ფეხბურთელების შეძენა დაიწყო. ის ფიქრობდა, რომ ისინი უკეთესები იყვნენ. უკეთესები იყვნენ თუ არა, მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი." - ციტირებს არშავინის სიტყვებს Матч ТВ.

39 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ერთ-ერთი წარმატებული რუსი სპორტსმენია. საკუთარი კარიერის მანძილზე მან 626 შეხვედრა ჩაატარა. გამოირჩა 139 გატანილი გოლით და 186 შედეგიანი გადაცემით. 2009 წლის 29 იანვარს მისი სატრანსფერო ღირებულება 26 მილიონი ევრო იყო, რაც იმ პერიოდში საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლებოდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.