ხავიერ ტებასი: ლიგა ყველაფერზე მაღლა დგას

"როდესაც, მესის და "ბარსელონას" შორის არსებულ დავაში ჩავერიეთ, ჩვენ ვმოქმედებდით ლა ლიგის და მასში წარმოდგენილი კლუბების ინტერესების დასაცავად. მოცემულ - სიტუაციაში "ბარსელონას" ინტერესებს ვიცავდით. რა თქმა უნდა, ყველას სურვილია მესი საკუთარ ჩემპიონატში იხილოს. თუ იგი ერთი წლის შემდეგ წასვლას გადაწყვეტს, ეს სამწუხარო იქნება, მაგრამ მან არ უნდა დაივიწყოს ის მთავარი წესი, რომლითაც ჩვენ 2014/2015 წლებში ვხელმძღვანელობდით : ლიგა უფრო მაღლა დგას ვიდრე ფეხბურთელი ან კლუბი. გარანტირებულად, სწორედ ასე შეიძლება გქონდეს წარტმატება ჩემპიონატში. ლა ლიგის პოზიცია ყოველდღიურად ძლიერდება." - ციტირებს ტებასის სიტყვებს გამოცემა Corriere della Sera.
შეგახსენებთ, ლიონელ მესის "ბარსელონას" დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს წასვლის ნება არ მისცა. "ბარსელონამ" ხსენებულ შემტევს ფინანსური ჯარიმებიც კი დაუწესა. საბოლოოდ მესიმ სასამართლოს გზით კლუბის დატოვებაზე უარი განაცხადა და ესპანეთის ჩემპიონატში, 1 წლით დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.