ნოვაკ ჯოკოვიჩი: «ასე არ უნდა მოვქცეულიყავი»

ნოვაკ ჯოკოვიჩი: «ასე არ უნდა მოვქცეულიყავი» ამერიკის ღია პირველობის ტურნირიდან დისკვალიფიკაციის შემდეგ სერბმა ჩოგბურთელმა, რომელიც გათამაშების მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტი იყო, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ბოდიში მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი US Open-ის მეოთხე წრის შეხვედრაში მოხდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი პაბლო კარენო-ბუსტას ეთამაშებოდა. პირველ სეტში 6:5 ანგარიშისას მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დაუმიზნებლად დაარტყა ბურთს, რომელიც ხაზის მსაჯს მოხვდა.

«ამ სიტუაციამ ჩემში მწუხარება და სიცარიელის შეგრძნება დატოვა. დავინტერესდი როგორ გრძნობდა თავს მსაჯი და ღმერთს მადლობა ყველაფერი კარგადაა. ძალიან ვწუხვარ, რომ მას ასეთი სტრესი მივაყენე, თუმცა ეს სპეციალურად არ გამიკეთებია. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.

რაც შეეხება ჩემს დისკვალიფიკაციას უკან უნდა დავბრუნდე და ჩემს იმედგაცრუებაზე ვიმუშავო, რათა მომხდარი გაკვეთილად ვაქციო და ჩემი ევოლუციისთვის გამოვიყენო, როგორც მოთამაშემ ისე პიროვნებამ.

ბოდიშს ვუხდი US Open-ის მონაწილეებს და ყველს, ვინც ჩემი საქციელი ნახა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს და ოჯახს თანადგომისთვის. მადლობა გულშემატკივრებსაც, რომლებიც მუდამ ჩემთან იყვნენ. მადლობა, ძალიან ვწუხვარ
», - წერს ნოვაკ ჯოკოვიჩი ინსტაგრამზე.

View this post on Instagram

This whole situation has left me really sad and empty. I checked on the lines person and the tournament told me that thank God she is feeling ok. I‘m extremely sorry to have caused her such stress. So unintended. So wrong. I’m not disclosing her name to respect her privacy. As for the disqualification, I need to go back within and work on my disappointment and turn this all into a lesson for my growth and evolution as a player and human being. I apologize to the @usopen tournament and everyone associated for my behavior. I’m very grateful to my team and family for being my rock support, and my fans for always being there with me. Thank you and I’m so sorry. Cela ova situacija me čini zaista tužnim i praznim. Proverio sam kako se oseća linijski sudija, i prema informacijama koje sam dobio, oseća se dobro, hvala Bogu. Njeno ime ne mogu da otkrijem zbog očuvanja njene privatnosti. Jako mi je žao što sam joj naneo takav stres. Nije bilo namerno. Bilo je pogrešno. Želim da ovo neprijatno iskustvo, diskvalifikaciju sa turnira, pretvorim u važnu životnu lekciju, kako bih nastavio da rastem i razvijam se kao čovek, ali i teniser. Izvinjavam se organizatorima US Opena. Veoma sam zahvalan svom timu i porodici što mi pružaju snažnu podršku, kao i mojim navijačima jer su uvek uz mene. Hvala vam i žao mi je. Bio je ovo težak dan za sve.

A post shared by Novak Djokovic (@djokernole) on

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.