ბარსელონამ შესაძლოა სუარესი გაყიდოს

სუარესი გაყიდვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიდი ხელფასი და თავად ფეხბურთელის ასაკია.
აპრილში უკვე გავრცელდ ინფორმაცია, რომ სუარესის გადმობირება «რივერ პლეიტს» სურს.
გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ურუგვაელმა ჯამში 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლის გატანა და 10 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. კატალონიური კლუბის ღირსებას 33 წლის ფორვარდი 2014 წლიდან იცავს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუარესის გარდა ესპანელები შესაძლოა ლიონელ მესისაც გამოემშვიდობონ, რომლის შეძენითაც ინტერია დაინტერესებული.