ალექსანდრ ზვერევი US Open-ის შესახებ საუბრობს

ალექსანდრ ზვერევი US Open-ის შესახებ საუბრობს გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი, რომელმაც კარიერაში პირველად მოახერხა ამერიკის ღია პირველობის ტურნირის 1/4 ფინალში გასვლა, ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში გადამწყვეტ სტადიაზე საუბრობს.

მას შემდეგ, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩს დისკვალიფიკაცია მისცეს, მამაკაცებს შორის ძირითად ბადეში არცერთი ჩოგბურთელი არ დარჩა, რომელსაც US Open მოგებული აქვს.

«დიდი სლემის ტურნირს ახალი ჩემპიონი ეყოლება. ეს ისაა რაც ამ ეტაპზე ვიცი. ბადეში ჩემპიონები აღარ დარჩნენ. ტურნირს რომელიმე ახალგაზრდა ჩოგბურთელი მოიგებს. თუ დომინიკ ტიმს ახალგაზრდად ჩავთვლით, მასაც აქვს გამარჯვების შანსი.

ახლა ძალიან საინტერესო იქნება. ის ეტაპია, როდესაც ყველაფერი რეალურად საინტერესოა. ვიცი ვინ დარჩა ბადეში. ვიცი ვის შეიძლება ვეთამაშო. ვიცი ვინ ვისზე შეიძლება გავიდეს. ვნახოთ როგორ დალაგდება ყველაფერი
», — ალექსანდრ ზვერევის სიტყვებს ციტირებს US Open-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალურ ეტაპზე ალექსანდრ ზვერევი ხორვატ ბორნა ჩორიჩს შეხვდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.