რამოსი: ლუის ენრიკე ძლიერ გუნდს აშენებს

რამოსი: ლუის ენრიკე ძლიერ გუნდს აშენებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, უკრაინის ნაკრებთან მიღწეული წარმატების შესახებ. შეგახსენებთ, ერთა ლიგის მატჩის ეგიდით, ესპანეთმა, დიდი აანგარიშით დაამარცხა მეტოქე გუნდი (4-0).

მოხარული ვარ, რომ ამ საღამოს ეროვნული გუნდის რიგებში, გოლის გატანით გამოვიჩინე თავი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამი ქულა მივითვალეთ. მოვიგეთ ეს შეხვედრა ისე, რომ ერთი გოლიც არ მიგვიღია საკუთარ კარბში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ლუის ენრიკე ძლიერ გუნდს აშენებს.

ნებისმიერმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ვინც თავის კლუბში თამაშით გამოიმუშავა ნაკრებში ასპარეზობის უფლება, ვალდებულია საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა იტვირთოს. ფეხბურთელებმა არ უნდა მიიღონ ესპანეთის ნაკრებში თამაშის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დიდი პერსპექტივა აქვთ”
- ციტირებს რამოსის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ხსენებულ მატჩს გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკოც -"ასეთ მაღალ დონეზე, ეს ჩვენი მეორე თამაში იყო. ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი აღმოჩნდა. ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს და ამ კუთხით პრეტენზია არ მაქვს. სამწუხაროდ უკრაინის ჩემპიონატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთ ინტენსიურ თამაშს მიჩვეული იყო. ესპანეთი - სუპერგუნდია. შვეიცარიასთან მატჩში ძალიან დიდი ძალები გავიღეთ, რაც ამ შეხვედრაში დაგვეტყო კიდეც. აუცილებელია იმის გააზრება, რამდენად ძლიერი იყო ჩვენი დღევანდელი მოწინააღმდეგე. გუნდებს შორის კლასის სხვაობა ნათელი იყო.

ამ ორთაბრძოლამ ბევრი დადებითი ინფორმაციაც მოგვცა. ფეხბურთელებისადმი ჩვენი მოთხოვნები მაღალია, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ასეთ გუნდებს წინააღმდეგობა გავუწიოთ. წინ 1 თვე გვაქვს, რათა საჭირო დასკვნები გამოვიტანოთ"
- აღნიშნავდა შევჩენკო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.