როსბერგი: "Ferrari"-ის მართვა ძალიან რთულია

"ავტომობილის მოქმედება საშიში იყო. შარლმა, მოსახვევიდან გამოსვლის შემდეგ, ბოლიდი ააჩქარა, ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, ამის შემდეგ კი უეცრად უკანა ნაწილზე მართვა დაკარგა, მცირე ხნით კვლავ დაიჭირა საჭე, თუმცა საბოლოოდ მაინც ხელიდან გაეშვა. როგორც ჩანს, "ფერარის" მართვა ძალიან, ძალიან რთულია."
როსბერგმა დასძინა, რომ SF1000-ის უმართავად მოხსენიება, არაკორექტული იქნებოდა -"ეს სწორედ ის სიტყვაა, რომელიც არ უნდა იყოს გამოყენებული, რადგან შემდგომ ამის ციტირებას მოახდენენ და სიტუაციაც გაბუქდება. თუმცა "ფერარი", რომ რთულად სამართავია, ეს ფაქტია."-აცხადებდა ნიკო როსბერგი Planet F1-თან საუბროს დროს.
A huge impact for last year's Monza winner on Sunday
— Formula 1 (@F1) September 6, 2020
Though his race was over, Charles Leclerc was okay after this crash coming out of Parabolica#ItalianGP 🇮🇹 #F1 pic.twitter.com/gwZbEQfVdT