"ლიონის" პრეზიდენტი: დეპაის ტრანსფერით ორი კლუბი ინტერესდება

"ლიონის" პრეზიდენტი: დეპაის ტრანსფერით ორი კლუბი ინტერესდება საფეხბურთო კლუბ "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლიასმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კომენტარი გააკეთა 26 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელის, მემფის დეპაის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, კატალონიის "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი პირადად არის დაინტერესებული ხსენებული გარიგებით.

”მემფის დეპაისთან არსებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა ეწურება. რონალდ კუმანს სურს, რომ მემფისმა ბარსელონაში იასპარეზოს, მაგრამ ასევე არსებობს მეორე ვარიანტი - რომას სახით" ციტირებს გამოცემა Goal-ი "ლიონის" ხელმძღვანელის სიტყვებს.

მემფის დეპაიმ "ლიონთან" კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა. ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt-ი ხსენებულ მოიერიშეს 44 მილიონ ევროდ აფასებს.

2019/2020 წლების სეზონში დეპაიმ 22 მატჩი ჩაატარა. გახდა15 გატანილი გოლის და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.