ლიოვი: ეს შემაშფოთებელია

ლიოვი: ეს შემაშფოთებელია გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, ერთა ლიგის ეგიდით, შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მატჩი ფრედ ანგარიშით 1-1 დასრულდა.

”როგორც ესპანეთთან მატჩში, ისე აქაც ჩვენ მეორე გოლის გატანა დავიმსახურეთ, რაც მეტ თავდაჯერებულობას მოგვცემდა. მოწინააღმდეგე ჩვენ თავად დავაბრუნეთ თამაშში, ბურთი ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ და საკმარისი სიხისტე ვერ გამოვიჩინეთ. ასე რომ, შედეგი კანონზომიერია. ზედიზედ ორი მატჩში ანგარიში მიგვყავდა, თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ [იგულისხმება ესპანეთთან და არც შვეიცარიასთან გამართული შეხვედრები] - ეს შემაშფოთებელია. ოქტომბრის თვეში დაგეგმილ თამაშებში, კვლავ შეტევებზე ვიქნებით ორიენტირებულები.

აშკარაა, რომ მოთამაშეების ნაწილი კარგ ფიზიკურ ფორმაში არ იმყოფება. ახლა, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ თამაშებს ჩვენს სასარგებლოდ ვერ ვასრულებთ. პირველ ტაიმში 2-3 შესანიშნავი მომენტი გვქონდა. მათი გამოყენება გვმართებდა, ამის შემდეგ შვეიცარია თამაშში ნამდვილად ვერ დაბრუნდებოდა”
- აცხადებდა შეხვედრის დასრულების შემდეგ იოაჰიმ ლიოვი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.