პოლ ანასონი ნოვაკ ჯოკოვიჩის დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა

პოლ ანასონი ნოვაკ ჯოკოვიჩის დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა როჯერ ფედერერის ყოფილი მწვრთნელი პოლ ანასონი ამერიკის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩის ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სერბი ჩოგბურთელის დისკვალიფიკაცია ძალიან სამწუხრაო ფაქტია.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე წრის მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთ მომენტში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბურთს დაარტყა, რომელიც ხაზის მსაჯს მოხვდა. დიდი სლემის ტურნირების 17 გზის გამარჯვებულს ბურთის მსაჯისთვის მორტყმა განზრახული არ ჰქონია, ეს უბრალო შემთხვევითობა იყო, თუმცა შედეგი სავალალო აღმოჩნდა.


ძალიან უსიამოვნო სიტუაციაა. როგორც სხვა კორტებზე აქაც, რომ HawkEye-ს სისტემას ემუშავა არაფერი არ მოხდებოდა. თუ, თუ, თუ... ძალიან სამწუხარო სიტუაციაა. მოდი იმედი დავიტოვოთ, რომ ხაზის მსაჯი კარგადაა», - წერს პოლ ანასონი ტვიტერზე.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.