«ლეიკერსმა» «ჰიუსტონს» გაუთანაბრა

«ლეიკერსმა» «ჰიუსტონს» გაუთანაბრა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის 1/4 ფინალური ეტაპის მეორე მატჩი გაიმართა ლეიკერსსა და ჰიუსტონ როკეტსს შორის. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ლოს-ანჯელესის კლუბის გამარჯვებით დასრულდა.

ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილმა გუნდმა როკეტსი 117:109 დაამარცხა და სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

შეხვედრაში ლეიკერსის რიგებიდან თავის გამოჩენა დევისმა შეძლო. ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 34 ქულა, 10 მოხსნა და 4 ასისტია. ჰიუსტონის შემადგენლობიდან საუკეთესო ჰარდენი იყო, რომლის მონაგარიც 27 ქულა, 2 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა.

ჰიუსტონ როკეტსისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის მორიგი დაპირისპირება 9 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი
1/4 ფინალური ეტაპი

მეორე შეხვედრა

«ლეიკერსი» — «ჰიუსტონი» — 117:109 (36:20, 31:31, 23:41, 27:17)

სერიის ანგარიში: 1-1


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ