ბარსელონას მწვრთნელის პოსტზე კუმანის შანსები იზრდება

ბარსელონას მწვრთნელის პოსტზე კუმანის შანსები იზრდება ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მტავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, შესაძლოა კატალონიის ბარსელონას დამრიგებელი გახდეს.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 57-წლის სპეციალისტის კატალონიურ კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შანსები შესამჩნევად გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ადრე თქმული უარისა, რადგან კუმანს ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა სურდა ევროპის ჩემპიონატზე, ახლა კარგად აანალიზებს, რომ ეს ბარსელონაში სამუშაოს დაწყებილს შეიძლება უკანასკნელი შანსი იყოს.

როგორც ცნობილია, კატალონიელები ხავის კანდიდატურასაც განიხილავენ, თუმცა ესპანელი მიიჩნევს, რომ ახლა ბარსელონაში გადასვლის შესაბამისი დრო არ არის. კონკრეტულად კი ძალიან ბევრი ხმაურია კლუბის გარშემო ატეხილი.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით ხავის არ სურს მეგობრები ამოაგდოს ძირითადი შემადგენლობიდან, რომლებთან ერთადაც წარსულში თამაშობდა.

რაც შეეხება მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნის ალბათობას, მისი კავშირი ესპანიოლთან ერთგვარ წინაღობას ქმნის, ისევე როგორც წარსულში გაჟღერებული სურვილი გამხდარიყო ბარსელონას მწვრთნელი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.