Daily Mail: ანტუან გრიზმანი ინგლისური კლუბების რადარზეა

Daily Mail: ანტუან გრიზმანი ინგლისური კლუბების რადარზეა ინგლისური კლუბები, ლონდონის "არსენალი" და "ლივერპული", კატალონიის "ბარსელონას" შემტევის ანტუან გრიზმანის ტრანსფერით ინტერესდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

ზემოხსენებული წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელი შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პრემიერ-ლიგაში გადავიდეს. Daily Mail კიდევ ორ კლუბს ასახელებს, რომლებიც მზად არიან გრიზმანის გასაფორმებლად თანხები არ დაიშურონ. მანჩესტერ "იუნაიტედი" და მანჩესტერ "სიტი", ორივე ეს კლუბი ფრანგ ნახევარმცველს უმიზნებს.

პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონას" ახალ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს, გრიზმანთან დაკავშირებით დიდი გეგმები გააჩნია. იგი ამ ფეხბურთელის გამოყენებას ნახევარდაცვის ხაზში გეგმავს. ფრენკი დე იონგის ამპლუის ცვილელბაზე დასმულ შეკითხვას, რამდენიმე კვირის წინ, კუმანი ასე პასუხობდა.

"დიახ, ასე მსურს. თუ შენ ახალგაზრდა ფეხბურთელში უამრავ ფინანსურ რესურსს ხარჯავ, მაშინ იგი იმ პოზიციაზე მაინც უნდა გამოიყენო, რაც მისთვის მშობლიურია. ზუსტად იგივე ეხება ანტუან გრიზმანსაც. ის არ არის ვინგერი. მან უნდა იასპარეზოს იქ, სადაც მიჩვეულია. ასეთ დროს, ფეხბურთელის შესაძლებლობა მაქსიმალურად იხსნება." - ციტირებდა გამოცემა Nos რონალდ კუმანის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.