რუსინოვი: გასლის უბრალოდ გაუმართლა

”მე მაინც ვფიქრობ, რომ დღის გმირი "მაკლარენის" პილოტი -კარლოს საინსი არის. მან თავი კარგად წარმოაჩინა. ხსენებულ რბოლაში კარლოსს ძალიან კარგი დასაწყისი ჰქონდა: გაუსწრო ვალტერ ბოთასს (მერსედესის პილოტი) და კარგად მიჰყვებოდა ლუის ჰამილტონსაც. გარდა ამისა, იგი კარგად წარმოჩინდა საკვალიფიკაციო ეტაპზეც. "ალფა ტაურის" პილოტს - პიერ გასლის კი უბრალოდ გაუმართლა. რბოლის დროს არსებული შეჩერბის გამო, გასლი უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამასთან, საინსმა სწრაფად აანაზღაურა დაკარგული დრო. საბოლოოდ, მას მხოლოდ 1 წრე დააკლდა, რათა გამარჯვება მოეპოვებინა.
დანილ კვიატის მეცხრე ადგილი? თუ ჩვენ ვსაუბრობთ გასლის შესახებ, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, რუსი გულშემატკივრებისთვის - უკეთესი იქნება, პირიქით რომ მომხდარიყო ” - ციტირებს გამოცემა Sportbox რომან რუსინოვის სიტყვებს.