ანჩელოტი: ეს ბრწყინვალე შენაძენია

ანჩელოტი: ეს ბრწყინვალე შენაძენია საფეხბურთო კლუბ "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ალან მარკესის ტრანსფერის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, "ნაპოლის" ნახევარმცველი ამიერდან ინგლისური კლუბის ღირსებას დაიცავს.

”ხსენებულმა ტრანსფერმა ძალიან გამახარა. ვფიქრობ, ადვილი არ იყო ამ გარიგების შესრულება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ალანის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. ეს მოთამაშე გუნდს საკუთარი ენერგიით მუხტავს. ის კარგია, როგორც ბურთთან ერთად თამაშის დროს, ისე მის გარეშეც. "ევერტონისთვის" ეს ფანტასტიკური შენაძენია. ალანს ნამდვილად შეუძლია გააძლიეროს ჩვენი ნახევარდაცვის ხაზი” - ციტირებს გამოცდილი სპეციალისტის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

ალან მარკესი, "ევერტონის" შემადგენლობაში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება. 29 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს, ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი 28 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.