ხაბიბ ნურმაგომედოვის ინტერვიუ

ხაბიბ ნურმაგომედოვის ინტერვიუ მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ს მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი «Известия»-თან ინტერვიუში კონორ მაკგრეგორთან ბრძოლას იხსენებს, რომელიც 2018 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა და რუსი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

ოქტაგონში არასდროს გავდივარ მეტოქეზე გაბრაზებული. სიბრაზე ეს ის გრძნობაა, რომლის გამომწვევი მიზეზიც წყენაა. მე კონორზე გაბრაზებული არ ვყოფილვარ, რადგან წყენა არ მქონია. მე ცივსისხლიანი ვიყავი და ვიცოდი საით მივდიოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ჩემგან განსხვავებით კონორმა ეს ყველაფერი არ იცოდა. ირლანდიელმა ვარაუდის დონეზე იცოდა ამა თუ იმ სიტუაციაში რა უნდა გაეკეთებინა. ძალიან კარგად ესმოდა, რომ მე მას კონკრეტულ ასპექტებში ვჯობნიდი.

მას რაღაც მომენტების გამოყენების იმედი ჰქონდა. მე კი ოქტაგონში ცივი გონებით გავედი, მომზადებულ ვიყავი, სამწვრთნელო შტაბის ყველა მითითება შევასრულე, ძალიან კარგად იმუშავეს ჩემმა სპარინგ-პარტნიორებმაც. როდესაც ოქტაგონზე შევედი სიბრაზე არ მქონდა - ბრჭყალებში წყენა. სწორედ კონორს ჰქონდა წყენა და თქვენ თავად ნახეთ რით დასრულდა ჩვენი ბრძოლა. ვფიქრობ სიბრაზე ბრძოლაში ხელს გიშლის
», - ამბობს ხაბიბი.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეტჯისთან ბრძოლის გამართვა აბუ-დაბიში გადაწყვიტა, რადგან იმედოვნებდა, რომ მამამისი შეძლებდა ჩასვლას. შეგახსენებთ, რომ რუსი სპორტსმენის მამა და მწვრთნელი 57 წლის ასაკში 3 ივლისს გარდაიცვალა.

როდესაც გეტჯისთან ბრძოლის კონტრაქტს ხელს ვაწერდი არჩევანის საშუალება მქონდა. ბრძოლა ვეგასში ან აბუ-დაბიში უნდა გამართულიყო. მე მეორე ვარიანტი ავირჩიე, რადგან იყო შესაძლებლობა, რომ ბრძოლას მამაჩემი დასწრებოდა. ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და მამაჩემი აღარ მყავს. ახლა უკვე ადგილს ვეღარ შევცვლით, ბრძოლა აბუ-დაბიში გაიმართება», - ამბობს ნურმაგომედოვი «Известия»-თან ინტერვიუში.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.