ლებრონ ჯეიმსი ჩაგდებული სამქულიანებით მეორე ადგილზეა

ლებრონ ჯეიმსი ჩაგდებული სამქულიანებით მეორე ადგილზეა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის 1/4 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა გაიმართა «ლეიკერსსა» და «ჰიუსტონს» შორის. კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა ლოს-ანჯელესის კლუბის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი.

ამერიკელმა კალათბურთელმა «ჰიუსტონთან» მატჩში 28 ქულა და 11 ართმევა მოაგროვა.


როკეტსთან დაპირისპირებაში ჯეიმსმა 5-დან 1 სამქულიანი შეასრულა. ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით ამერიკელი კალათბურთელი 386 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. ლებრონ ჯეიმსმა რეი აპლენს გადაუსწრო, რომელსაც 385 ქულა ერიცხება.

რეალიზებული სამქულიანების რაოდენობით პირველ საფეხურზე სტეფან კარია 470 ქულით.


ჰიუსტონ როკეტსისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსის მორიგი დაპირისპირება 9 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.