Goal: ლეონარდო ლიონელ მესის შესახებ საუბრობს

Goal: ლეონარდო ლიონელ მესის შესახებ საუბრობს "პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორი ლეონარდო არაუჟო, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ საუბრობს. იგი აცხადებს, რომ პარიზულ კლუბს ნამდვილი მღელვარება დაეტყო, როდესაც არგენტინელმა შემტევმა "ბარსელონას" დატოვების სურვილი გამოთქვა.

”ახლა ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, მაგრამ როდესაც გავიგეთ მესის სურვილის შესახებ, რაც ბარსელონას დატოვებას უკავშირდებოდა, ნამდვილი მღელვარება დაგვეტყო. ამ დროს საკუთარ თავს ვკითხეთ: "ასეთი რამ, ნამდვილად შესაძლებელია?" არიან ფეხბურთელები, რომელთა ტრანსფერზეც საერთოდ არ საუბრობენ. ბექჰემმა კარიერა პსჟ-ში დაასრულა, მაგრამ არ ვიცი შეიძლება თუ არა, პარიზში მესი ვიხილოთ”-ციტირებს გამოცემა Goal ლეონარდოს სიტყვებს.

შეგახსენეთ, არგენტინელმა შემტევმა "ბარსელონას" რიგებში დარჩენის გადწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მესის წასვლის სურვილი ჰქონდა კლუბმა იგი არ გაუშვა და ფინანსური ჯარიმებიც კი დაუწესა. "ბარსელონას" დატოვების ერთადერთი გზა - სასამართლო იყო. თუმცა გამოცემა Goal-თან საუბროს დროს მესიმ შემდეგი რამ განაცხადა -"იყო მეორე ვარიანტი სასამართლოსთვის მიმემართა, მაგრამ მართმსაჯულების წინაშე ვერ დავაყენებ კლუბს, რომელიც ძალიან მიყვარს და მოსვლის დღიდან უამრავი რამ მომცა. ბარსელონა ჩემი ცხოვრების კლუბია, აქ მთელი კარიერა გავატარე. "ბარსელონამ ყველაფერი მომცა და მეც ყველაფერი გავიღე მისთვის. არასდროს, თავში აზრად არ მომსვლია კატალონიური კლუბისთვის მეჩივლა". - აღნიშნავდა ლეო მესი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.