«ბარსელონა» ლაუტარო მარტინესზე ფინალურ შეთავაზებას ამზადებს

«ბარსელონა» ლაუტარო მარტინესზე ფინალურ შეთავაზებას ამზადებს ცნობილი სპორტული გამოცემა Goal.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონა» მზადაა «ინტერს» ლაუტარო მარტინესის ტრანსფერთან დაკავშირებით ფინალური შეთავაზება გაუგზავნოს.

კატალონიელებისთვის 23-წლის არგენტინელი კვლავ პრიორიტეტულ მიზნად რჩება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რონალდ კუმანი ლაუტაროს ურუგვაელი ფორვარდის ლუის სუარესის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებს.

თავის მხრივ მარტინესი არ მალავს ლიონელ მესისთან ერთად თამაშის სურვილს. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც არგენტინელმა ფორვარდმა კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა და უცნობი იყოს მესის მომავალი ესპანურ გრანდში, მარტინესმა «ბარსელონაში» გადასვლის საკითხი დააპაუზა.

ლიონელ მესის მომავალი კატალონიურ კლუბში გაირკვა და მარტინესის საკითხიც დაიძრა.

transfermarkt-ის ინფორმაციით ახალგაზრდა არგენტინელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს. ლაუტარო მარტინესს მოქმედი კონტრაქტი ნერაძურისთან 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

2019/20 წლების სეზონში არგენტინელმა შემტევმა ინტერის შემადგენლობაში 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მარტინესის ანგარიშზე 14 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.