ლუის ენრიკე: გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ

”მე ძალიან ვამაყობ, იმით თუ როგორ ვიმუშავეთ მთელი ამ კვირის მანძილზე(პირველ ტურში, ესპანეთმა გერმანიასთან ფრეს მიაღწია 1: 1). ნაყოფიერი პერიოდი იყო. ყველა მოთამაშისგან, გამონაკლისის გარეშე, მივიღე ზუსტად ის, რასაც ველოდი - შესანიშნავი სამუშაო გავწიეთ. რაც ვნახე, საშუალებას მაძლევს დავიჯერო, რომ ეს მოთამაშეები გუნდს მხოლოდ გააძლიერებენ.
[ფატის შესახებ] 17 წლის ასაკში, როგორც წესი, ზედაპირულად ფიქრობ, მაგრამ ანსუ უკვე საკმარისად მოწიფულია. მან იცის რა უნდა გააკეთოს, რათა სწორი მიმართულებით სვლა განაგრძოს. ახლა ის მოკრძალებულად და მარტივად იღებს არსებულ მოცემულობას” - აცხადებდა მატჩის დასრულების შემდეგ ლუის ენრიკე.