შევჩენკო: საჭირო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ

"ასეთ მაღალ დონეზე, ეს ჩვენი მეორე თამაში იყო. ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი აღმოჩნდა. ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს და ამ კუთხით პრეტენზია არ მაქვს. სამწუხაროდ უკრაინის ჩემპიონატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთ ინტენსიურ თამაშს მიჩვეული იყო. ესპანეთი - სუპერგუნდია. შვეიცარიასთან მატჩში ძალიან დიდი ძალები გავიღეთ, რაც ამ შეხვედრაში დაგვეტყო კიდეც. აუცილებელია იმის გააზრება, რამდენად ძლიერი იყო ჩვენი დღევანდელი მოწინააღმდეგე. გუნდებს შორის კლასის სხვაობა ნათელი იყო."
"ამ ორთაბრძოლამ ბევრი დადებითი ინფორმაციაც მოგვცა. ფეხბურთელებისადმი ჩვენი მოთხოვნები მაღალია, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ასეთ გუნდებს წინააღმდეგობა გავუწიოთ. წინ 1 თვე გვაქვს, რათა საჭირო დასკვნები გამოვიტანოთ." - ციტირებს "უეფას" ოფიციალური ვებ-გვერდი ანდრეი შევჩენკოს სიტყვებს.