დენის შაპოვალოვმა გოფენი დაამარცხა

დენის შაპოვალოვმა გოფენი დაამარცხა ამერიკის ღია პირველობის ტურნირის 1/8 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დენის შაპოვალოვი და დავიდ გოფენი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 3:32 საათი გაგრძელდა და კანადელმა ჩოგბურთელმა ოთხ სეტში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

შაპოვალოვმა 13 ეისი შეასრულა, 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბელგიელი გოფენის მონაგარი კი 3 ეისი და 5 ორმაგი შეცდომაა.

«ამერიკის ღია პირველობა»
1/8 ფინალური ეტაპი

საპრიზო ფონდი: 53 402 000 დოლარი

მეოთხე წრე

დენის შაპოვალოვი (კანადა, 12) — დავიდ გოფენი (ბელგია, 7) — 6:7 (0:7), 6:3, 6:4, 6:3

ამერიკის ღია პირველობის 1/4 ფინალურ ეტაპზე კანადელი სპორტსმენის მეტოქე ესპანელი კარენო-ბუსტა იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 8 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.