ნიკო როსბერგი: ბოთასმა დამირეკა და რჩევა მთხოვა

«იმისთვის, რომ ჰემილტონი დაამარცხო მის თავში უნდა შეაღწიო – იქ ლუისი ისეთი ძლიერი აღარა. ბოთასმა ეს ახლავე უნდა გააკეთოს, თუმცა მეჩვენება, რომ მას ეს არ გამოსდის. ვალტერი მირეკავდა, თუმცა როგორც ჩანს შემდეგ გუნდმა სთხოვა აღარ დაერეკა ჩემთვის», – განაცხადა როსბერგმა.
ნიკომ მიხეილ შუმახერზეც ისაუბრა:
«მიხეილი ფსიქოლოგიური ფენომენია, მან სხვაგვარი მიდგომა მასწავლა. თავიდან ლუისის მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილი ვიყავი – თუმცა გამკაცრება მომიწია. ბოთასიც ასე უნდა მოიქცეს, რადგან ახლა მისი გასწრება ძალიან მარტივია. გაუმჯობესება ესაჭიროება».
როსბერგმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე წლიანი დაპირისპირების მიუხედავად მას ჰემილტონთან მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა.
«მონაკოში ერთსა და იმავე სახლში ვცვხოვრობთ. ჯერ-ჯერობით ჰამბურგერებს ერთად არ მივირთმევთ, თუმცა ამაზე ვმუშაობთ. ლუისთან კონტაქტი მაქვს».