ვინისიუსი: კლუბის თანადგომას ვგრძნობ

ვინისიუსი: კლუბის თანადგომას ვგრძნობ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში, "სამეფო კლუბის" შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გუნდის მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას გრძნობს.

"რეალის" შემადგენლობაში ყველა მხარს მიჭერს. არსებობს ესეთი განცდა, რომ აქ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ზრუნავენ, რადგანაც ჩვენ კლუბის აწმყო და მომავალი ვართ. ჩემს ასაკში, მხოლოდ იკერ კასილასი და რაული თამაშობდნენ დიდ მატჩებში უფრო მეტს, ვიდრე მე. ეს ფეხბურთელები კლუბის ნამდვილი ლეგენდები არიან, მათ უამრავი ტიტული მოიპოვეს. იმედს ვიტოვებ, მეც მსგავს ასპარეზობას შევძლებ."

"სერხიო რამოსი და კაზემირო ჩემთვის სამაგალითოები არიან. მე ვუყურებ თუ როგორ ვარჯიშობენ ისინი და როგორ ცდილობენ ამაში მთელი მონდომება ჩადონ. მათი დამოკიდებულება საქმისადმი, ჩემს პროგრესს ხელს უწყობს."
-ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს გამოცემა Marca.

ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის რეალის შემადგენლობაში 2018 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt 20 წლის ნახევარმცველს - 45 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.