Football Italia: მონტერო ანდრეა პირლოს შესახებ საუბრობს

Football Italia: მონტერო ანდრეა პირლოს შესახებ საუბრობს ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი პაოლო მონტერო, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ანდრეა პირლოს შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, სულ რამდენიმე კვირის წინ პირლო ოფიციალურად გახდა ტურინული კლუბის მთავარი მწვრთნელი.

"როგორც ამ კლუბის ქომაგი, ჩემთვის ხსენებული სიახლე მოულოდნელი იყო. პირლო სრულიად იტალიას უყვარს. იგი არის გამორჩეულად ჭკვიანი. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, მქონდა პატივი ეს სპორტსმენი ახლოს გამეცნო. ის წყნარი ადამიანია, ცოტას საუბრობს, მაგრამ ნამდვილი ქარიზმა აქვს. როდესაც საუბრობენ მისი და ზინედინ ზიდანის ისტორიის შედარებაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ის ანჩელოტის დამხმარე იყო, ასე რომ პირლოს სხვა გზა აქვს. მას ზუსტად იგივე ქარიზმა აქვს, რაც ზიდანს ახასიათებდა. ორივე ეს ფეხბურთელი იმ კატეგორიის ხალხს განეკუთვნებიან, რომელზეც ბევრი საუბარი აუცლებელი არ არის. უამრავი ბრწყინვალე ფეხბურთელი პატივს სცემს და აფასებს პირლოს, ასე რომ მას აუცილებლად მოუსმენენ"-ციტირებს მონტეროს სიტყვებს გამოცემა Football Italia

ანდრეა პირლომ, მთავარი მწვრთნელის რანგში სულ რამდენიმე დღის წინ, თავისი პირველი პრესს-კონფერენცია გამართა. აი რას ამბობდა ხსენებული სპეციალისტი -"მომზადება კარგი ენთუზიაზმით დავიწყეთ. სამწუხაროა, რომ სულ რამდენიმე დღეში ძალიან ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ გუნდებში გამოიძახეს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მუშაობა გრძელდება. "იუვენტუსში" თავს კომფორტულად ვგრძნობ, აქ თითქმის ყველას ვიცნობ. ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება. მოედანზე მაქსიმუმს დავდებთ. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს სკუდეტო ზედიზედ 10 ჯერ მოვიგოთ და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც მოვახერხოთ."

"მინდა, რომ ჩემი "იუვენტუსი" იმ გუნდს ჰგავდეს, რომელთა რიგებშიც მე ვასპარეზობდი. ეს იყო პერიოდი როდესაც კლუბს ანტონიო კონტე წვრთნიდა. იმედს ვიტოვებ, ჩვენ ამ დონეს მივაღწევთ. მთავარი, რისი გაკეთებაც მსურს, ეს არის დავუბრუნო გუნდს საკუთარი "დნმ"-ი, თავგანწირვა, ერთმანეთის გვერდში დგომა და ა.შ. ჩვენ მხოლოდ ასე მოვახერხებთ, დასახული მიზნების შესრულებას."

"მსურს, გუნდში გარკვეული ენთუზიაზმი შევიტანო, სწორედ ეს აკლდა "იუვესნტუსს" ბოლო პერიოდი, რათა გუნდმა შეძლოს და აქტიური ფეხბურთი აჩვენოს, რათა იგი დომინირებდეს. ამის შესახებ ფეხბურთელებს უკვე ვესაუბრე. მათი ორი რამ ვუთხარი : - პირველ რიგში, თქვენ ბურთს უნდა ფლობდეთ და მეორე თუ დაგარკავთ, მისი დაბრუნება მყისიერად უნდა შეძლოთ. ეს ორი ტაქტიკური წესი, უმნიშვნელოვანესია რომლისაც მჯერა. ეს ჩემი გუნდისათვის საკვანძო საკითხი იქნება."
-აღნიშნავდა ანდრეა პირლო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.