CalcioNapoli24: კიეზას "ნაპოლის" რიგებში ვიხილავთ?

CalcioNapoli24: კიეზას "ნაპოლის" რიგებში ვიხილავთ? საფეხბურთო კლუბ "ფიორენტინას" შემტევი ფედერიკო კიეზა შესაძლოა "ნაპოლის" შემადგენლობაში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CalcioNapoli24 ავრცელებს.

წყაროს მტკცებით, ნეაპოლელთა ხელმძღვანელობა ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე იმ შემთხვევაში გადაერთვება თუ "ნაპოლის" რიგებს პოლონელი შემტევი - არკადიუშ მილიკი დატოვებს. ხსენებული კლუბის მესვეურებს მომავალ ტრანსფერში ანდრეა პეტანიუს ჩართვაც სურთ, ვინაიდან "ფიორნეტინა" კვლავაც ცენტრალური ფორვარდის ძიებაშია. ფედერიკო კიეზას მომსახურებით ტურინის "იუვენტუსიცაა" დაინტერესებული - აღნიშნავს გამოცემა.

კიეზა "ფიორენტინას" აღზრდილი ფეხბურთელია, რომლის შემადგენლობაშიც იგი 2016 წლიდან გვევლინება. იტალიელი შემტევის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროდ ფასდება. 2019/2020 წლის სეზონში კიეზამ სერია ა-ს 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 10 გოლი და განახორციელა 9 შედეგიანი გადაცემა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.