კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა

ფოტოზე პორტუგალიელი თავდამსხმელის ნაკრებთან ერთად ვარჯიშია ასახული. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ფერნანდო სანტოს გუნდმა ხორვატია დამაჯერებლად ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
«ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი», — წერს 35-წლის შემტევი.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ხორვატიასთან მატჩი სწორედ ფუტკრის ნაკბენის გამო გამოტოვა. ერთა ლიგის ეგიდით პორტუგალიის მომდევნო მეტოქე შვედეთი იქნება. შეხვედრა 8 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.