მაიკ ტაისონი: «გეყოთ უაზრობების კეთება»

მაიკ ტაისონი: «გეყოთ უაზრობების კეთება» სუპერ-მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მაიკ ტაისონი TalkSport-თან ინტერვიში მძიმე წონით კატეგორიაში ახლადელ ლიდერებს ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის მიმართავს.

ორივე შესანიშნავი მებრძოლია. უამრავ ფულს გამოიმუშავებენ, მაგრან ისინი უბრალოდ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. გეყოთ უაზრობების კეთება და ეჩხუბეთ ერთმანეთს. ჩაატარეთ რამდენიმე მატჩი, ხოლო როდესაც ყველაფერი დასრულდება თქვენ შეძლებთ თქვათ: ეი, მოგვისმინეთ, ჩვენ ყველაფერი ჩვენებურად გავაკეთეთ», - ციტირებს მაიკ ტაისონის სიტყვებს TalkSport.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუა WBA, WBO და IBF-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ. უახლოესი ბრძოლა ენტონის კურბატ პულევთან უწევს.

მეორეს მხრივ ფიური ტიტულს WBC-ის ვერსიით ფლობს. მოსალოდნელია, რომ ფიური მესამე ბრძოლას დეონტი ვაილდერთან გამართავს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.