მბაპე: ძალიან მომწონს ახალი სათამაშო სქემა

მბაპე: ძალიან მომწონს ახალი სათამაშო სქემა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე, ერთა ლიგის ეგიდით შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, "მამლებმა" ანგარიშთ 1-0 იმარჯვეს, თავად კილიანი კი გატანილი გოლის ავტორად მოგვევლინა.

"ჩვენ ვთამაშობთ ახალი სქემის მიხედვით. ეს იყო რთული გასვლითი მატჩი. შესანიშნავად ვიბრძოლეთ, კარგი ეპიზოდებიც გვქონდა. მყისიერად კარგი თამაში არ გამოვიდა, მაგრამ დავრწმუნდით, რომ მომავალში უკეთ გამოსვლა შეიძლება. მომწონს, რომ ამ სქემაში მეტოქე გუნდის კარებთან გაცილებით ახლოს ვარ წარმოდგენილი, ამის გამო კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ეს სქემა ასევე შესაფერისია გუნდის სხვა მოთამაშეებისთვისაც. ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ თამაში კიდევ უფრო უკეთესად შევძლოთ" - აცხადებდა კილიან მბაპე.

შემდეგ მატჩს, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 8 სექტემბერს გამართავს. ამ დღეს ფრანგები ხორვატიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ