ვიდალი და სუარესი ბარსელონას უტევენ

ვიდალი და სუარესი ბარსელონას უტევენ Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონას» ცენტრ ფორვარდი მიზნად ისახავს ესპანურ გრანდს კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის კომპენსაცია მოსთხოვოს.

წყაროზე დაყრდნობით 33-წლის ურუგვაელი გაბრაზებულია იმის გამო, რომ კატალონიურმა კლუბმა მასთან განშორება გადაწყვიტა. Sky Sport Italia წერს, რომ ლუის სუარესს თავად რონალდ კუმანმა დაურეკა და უთხრა, რომ ურუგვაელმა ახალი კლუბის ძიება უნდა დაიწყოს.

პრესაში გავრცელებული ხმების თანახმად «ბარსელონამ» ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტისთვის ურუგვაელს 14 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს ჯარიმის სახით. «იუვენტუსი», რომელიც სუარესის შეძენის მთავარ პრეტედენტად მოიაზრება იმედოვნებს, რომ მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტენ კონტრაქტს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით ლუის სუარესის გარდა კომპენსაციას არტურო ვიდალიც მოითხოვს. წყარო იტყობინება, რომ ჩილელი ნახევარმცველი ბარსელონას ხელშეკრულების გაწყვეტის მომენტიდან დარჩენილი ერთი წლის ხელფასის ჩარიცხვას სთხოვს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით ესპანურმა გრანდმა არტურო ვიდალს 6 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ ჩილელმა ფეხბურთელმა უკვე მიაღწია ინტერთან შეთანხმებას. ვიდალს იტალიურ კლუბში წლიური 6 მილიონი ევრო ექნება ხელფასის სახით პლუს ბონუსები. ხელშეკრულება ნერაძურისთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე გაფორმდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.