მოდრიჩი: კარიერის დასრულება "რეალში" მსურს

მოდრიჩი: კარიერის დასრულება "რეალში" მსურს მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში, საკუთარ გეგმებზე საუბრობს. მისი განცხადებით, უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ რამდენიმე წელი შეეძლება და სიამოვნებით დაასრულებდა საფეხბურთო კარიერას - მადრიდული კლუბის რიგებში.

"ჩემს ასაკში, დიდ გეგმებს აღარ აწყობენ. მე წინ ერთი სეზონი მაქვს დარჩენილი და ძალ-ღონეს არ დავიშურებ მადრიდის "რეალთან" ერთად ტიტულები მოვიგო. შესანიშნავი იქნებოდა აქ, რომ დამესრულებინა კარიერა, თუმცა ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არაა, ეს კლუბის საქმეა. მსურს დავამტკიცო, რომ უმაღლეს დონეზე თამაში, კიდევ რამდენიმე წელი შემიძლია. თუ ამის შესაძლებლობა მადრიდის "რეალის" რიგებში არ მომეცემა, მაშინ რა გაეწყობა განვიხილავ სხვა ვარიანტებსაც." - აცხადებდა ლუკა მოდრიჩი გამოცემა Mundo Deportivo-სთან მიცემულ ინტერვიუში.

ლუკა მოდრიჩი, "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში 2012 წლიდან ასპარეზობს. მანამდე იგი "ტოტენჰემის" ღირსებას იცავდა. აპ პერიოდის მანძილზე მოდრიჩმა არაერთხელ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი, ნაციონალური თასი და სუპერთასი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.