«დენვერმა» «კლიპერსი» დაამარცხა

დენვერ ნაგეტსიდან ყველაზე შედეგიანი მიურეი გახდა, კანადელი კალათბურთელის ანგარიშზე 27 ქულა, 3 მოხსნა და 6 ასისტია. ლოს ანჯელეს კლიპერსის შემადგენლობაში თავის გამოჩენა პოლ ჯორჯმა მოახერხა, რომლის მონაგარიც 22 ქულა, 8 მოხსნა და 3 ასისტია.
შეგახსენებთ, რომ სერია ოთხ გამარჯვებამდეა, ამ მომენტში ანგარიში კი 1:1-ია. შემდეგ მატჩი დენვერსა და კლიპერსს შორის 8 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
NBA პლეი-ოფი
1/4 ფინალური ეტაპი
მეორე მატჩი
«კლიპერსი» — «დენვერი» — 101:110 (25:44, 31:28, 21:17, 24:21)
სერიის ანგარიში: 1-1