დანა უაითი კორმიეს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

დანა უაითი კორმიეს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა UFC პრეზიდენტი დანა უაითი ამერიკელი მებრძოლის დანიელ კორმიეს კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც UFC 252 ტურნირზე სტიპე მიოჩიჩთან დამარცხდა.

«მადლობა ყვლაფრისთვის დანიელ. საინტერესოა ვნახოთ რა გელის მომავალში», — დაწერა დანა უაითმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მიოჩიჩმა მსაჯების გადაწყვეტილებით (49-46, 49-46, 48-47) გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულის დაცვა შეძლო. სწორედ ამ მარცხის შემდეგ კორმიემ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა ESPN-თან ინტერვიუში.

41 წლის კორმიეს ანგარიშზე 22 გამარჯვება (10 ნოკაუტი) და სამი მარცხი ირიცხება.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.