კიმი რაიკონენმა ოკონას იდიოტი უწოდა

კიმი რაიკონენმა ოკონას იდიოტი უწოდა ალფა რომეოს ფინელმა მრბოლელმა კიმი რაიკონენმა მშვიდად გააკეთა კომენტარი იტალიის გრან-პრის კვალიფიკაციაზე მომხდარ ინციდენტზე, როდესაც პირველი სეგმენტის ბოლოს ის რენოს პილოტმა ესტებან ოკონმა დაბლოკა.

ორივე მრბოლელი სრაფ წრეზე იმყოფებოდა. ბლოკირებისთანავე ფინელმა რადიოში ფრანგს იდიოტი უწოდა.

«ამგვარი რამ ხდება ხოლმე. რამდენიმე მოსახვევი ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. ასეთი რამ პირველად არ ხდება და დარწმუნებული ვარ, რომ არც ბოლოჯერ მოხდა. სიტუაცია უფრო რბოლას ჰგავდა.

ყველაფერი წესრიგშია. ნათელია, რომ არცერთი ჩვენგანისთვის შექმნილი სიტუაცია იდეალური არ იყო, თუმცა ხდება ხოლმე. დიახ მან წყობიდან გამომიყვანა, თუმცა მაგ მომენტისთვის წრეები უკვე გაფუჭებული იყო
», — ციტირებს რაიკონენის სიტყვებს ფორმულა 1-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ