რალფ შუმახერი: ეს დაგვიანებული გადაწყვეტილებაა

”მეჩვენება, რომ წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან დაგვიანებულია. რა თქმა უნდა, მათ დიდებული დრო ჰქონდათ, თუმცა იყო ცუდი პერიოდიც. BMW– ს დაბრუნების შანსი ხელიდან იქნა გაშვებული და ამ მომენტიდან ყველაფერმა დაღმასვლა დაიწყო. სამწუხაროდ, ეს შესანიშნავ გუნდს დაემართა.
ზოგადად, გუნდი კვლავ ძალიან კარგად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ისინი ამაყობენ მიღწეულით, მაგრამ ორგანიზაცია წინ არ მიიწევს. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი გახდნენ უფრო თანამედროვეები, მოიწვიონ ახალგაზრდები და ჩამოაყალიბონ ახალი ხედვა. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება დაგვიანებულია, მე მაინც მოხარული ვარ ამ ამბით. "უილიამსს" დასაკარგი არაფერი ჰქონდა, სეზონი კი მართლაც გიჟური აღმოჩნდა " - ციტირებს გამოცემა F1 შუმახერის სიტყვებს.