რიკომ კონტრაქტი გაახანგრძლივა

"კლუბის სურვილია სერხიოს კონტრაქტის გახანგრძლივება მიულოცოს და "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში, მომავალი წარმატებები უსურვოს" - ვკითხულობთ ფრანგული გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
რიკო "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში 2019 წელს გამოჩნდა. ფრანგულმა კლუბმა გამოსყიდვის ოფციით ისარგებლა (6 მილიონი ევროს სანაცვლოდ). მანამდე ეს ფეხბურთელია "სევილიას" ღირსებას იცავდა. 2019/2020 წლის სეზონში რიკომ საფრანგეთის ჩემპიონატში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო საფრანგეთის ჩემპიონატი ვადაზე ადრე შეწყდა. ლიგა 1 -ის გამარჯვებულად კი "პსჟ" გამოცხადდა.