La Vanguardia : მემფისი "ბარსელონას" უახლოვდება

La Vanguardia : მემფისი "ბარსელონას" უახლოვდება ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ლიონის" შემტევი მემფის დეპაი, კატალონიის "ბარსელონას" რიგებში გადასვლასთან ახლოს დგას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა La Vanguardia ავრცელებს. სახელდება კონკრეტული სატრანსფერო თანხაც - 25 მილიონი ევროს ოდენობით.

26 წლის ფეხბურთელის აყვანით, უშუალოდ არის დაინტერესებული კატალონიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი. ხსენებული ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას, იტლიური "მილანიც" ცდილობს.

ჰოლანდიელმა შემტევმა "ლიონთან" კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა. ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt აღნიშნულ მოიერიშეს - 44 მილიონ ევროდ აფასებს.

ახალ საფეხბურთო სეზონში, მემფის დეპაიმ 1 ორთაბრძოლა ჩაატარა. ამ მატჩში მან სამი გოლი გაიტანა და 1 ყვითელი ბარათი მიიღო. ფეხბურთელი მოცემულ მომენტში ჰოლანდიის ნაციონალური გუნდის განკარგულებაშია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.