მხითარიანი იტალიურ ფეხბურთზე საუბრობს

მხითარიანი იტალიურ ფეხბურთზე საუბრობს "რომას" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში იტალიურ ფეხბურთზე საუბრობს. 31 წლის ფეხბურთელის განცხადებით სერია -ა მაღალი დონის ჩემპიონატია და ხშირ შემთხვევაში მასზე არასწორი წარმოდგენა აქვთ.

"შემიძლია ვთქვა, რომ იტალიურ ფეხბურთს არ აფასებენ. ის არ არის ისეთი, როგორადაც მას მოიხსენიებენ, ან მასზე ფიქრობენ. სანამ აქ გადმოვიდოდი, ძალიან ხშირად მესმოდა ამ ჩემპიონატის შესახებ, რომ აქ გუნდები არასაკმარისად ძლიერები არიან, რომ ჩემპიონატი სუსტია... შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პირველივე მატჩში, როდესაც ჩემი გუნდი "სასუოლოს" ხვდებოდა, მივხვდი, რომ იტალიური ფეხბურთი უკეთესია, ვიდრე ამას ამბობენ."

"ძალიან დიდი შთაბეჭიდელაბა მოახდინა ფეხბურთელების სათამაშო კლასმა. სუსტ გუნდებსაც კი ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ. თითოეული გუნდი ბურთის ფლობისთვის იბრძვის. არ ზიან ყრუ დაცვაში და მხოლოდ მეტოქე გუნდის შეცდომებზე ორიენტირებულები არ არიან. ეს გუნდები ცდილობენ საკუთარი ფეხბურთი ითამაშონ, მატჩისგან მიიღონ სიამოვნება და მოაგროვონ ქულები. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ მოველოდებოდი თითოეული გუნდისგან ასეთი მაღალი დონის ასპარეზობას." - ციტირებს "რომას" ოფიციალური ვებ-გვერდი ჰენრიხ მხითაიანის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.