ანელკა: "ჩელსი" საგრძნობლად გაძლიერდა

ანელკა: "ჩელსი" საგრძნობლად გაძლიერდა ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლა ანელკა, გამოცემა Stadium Astro-სთან მიცემულ ინეტრვიუში, ლონდონური კლუბის შანსებზე საუბრობს. მისი განცხადებით, "ჩელსის" ყველა რესურსი აქვს იმისათვის, რომ გუნდმა სხვადასხვა ტურნირზე, წარმატებული გამოსვლა შეძლოს.

"ჩემი აზრით ამ გუნდს ბრწყინვალე შანსი აქვს მოიგოს ტიტული. ეს არ იქნება დომიკიდებული იმაზე, თუ როგორ ითამაშებს "ლივერპული" ან მანჩესტერ "სიტი". ლემპარდმა შეძლო და გასულ სეზონში გუნდი ოთხეულში აწია. თუ გავითვალისწინებთ, ახალ შენაძენებსაც, მას ტიტულის მოპოვებაც შეეძლება. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ფეხბურთელების გამოცდილებაზე. იქნებიან თუ არა ეს მოთამაშეები საკმარისად კარგები იმისათვის, რომ ბოლომდე იბრძოლონ, ისე რომ "ჩელსის" ხარისხზე ამან უარყოფითად არ იმოქმედოს. ჩემი აზრით, კლუბი პირველ, მეორე ან მესამე პოზიციას დაიკავებს. საბოლოო ჯამში კი ჩვენ ბრწყინვალე გუნდს ვიხილავთ."--ციტირებს გამოცემა Stadium Astro ანელკას სიტყვებს.

შეგახსენებთ, "არისტოკრატებმა" მნიშვნელოვანი სატრანსფერო გარიგებები განახორციელეს. კლუბმა დაიმატა ორი გერმანელი ფეხბურთელი - ტიმო ვერნერი და კაი ჰავერცი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.