ნიკოლა იოკიჩმა NBA-ს რეკორდი დაამყარა

ნიკოლა იოკიჩმა NBA-ს რეკორდი დაამყარა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალური სერიის მეორე მატჩში «დენვერის» ცენტრმა, ნიკოლა იოკიჩმა, «კლიპერსის» წინააღმდეგ 28 ქულა, 18 ართმევა და 4 ასისტი შეასრულა. შეხვედრა ნაგეტსის გამარჯვებით 110:101 დასრულდა.

NBA-ს ისტორიაში იოკიჩი ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც პლეი-ოფის მატჩში 18 ართმევა მოაგროვა და 4 სამქულიანი შეასრულა.

ლოს ანჯელეს კლიპერსსა და დენვერ ნაგეტსს შორის სერიის ანგარიში 1:1-ია. მორიგი დაპირისპირება გუნდებს შორის 8 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.