კაი ჰავერცი: ტიტულები მწყურია

კაი ჰავერცი: ტიტულები მწყურია ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი კაი ჰავერცი დასახულ გეგმებზე საუბრობს. 21 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას "არისტოკრატებთან" ერთად ტიტულების მოგება წყურია.

დაკავშირებულია თუ არა თქვენი ტრანსფერი, ფრენკ ლემპარდის ახალ პროექტთან, რომელიც ითვალისწინებს გუნდის გადახალისებას და ხელახალ შენებას?

- ვფიქრობ ეს ძალზედ საინტერესო საკითხია, რადგან "ჩელსის" რიგებში უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელია თავმოყრილი. რამდენიმე მათგანს ვიცნობ, მაგალითად ტიმო ვერნერს და ანტონიო რიუდიგერს. მათთან ერთად ეროვნული გუნდის რიგებში ვთამაშობდი, ესენი ჩემი კარგი მეგობრები არიან და ვფიქრობ ეს ფაქტი ძალიან წამადგება. "ჩელსის" რიგებში სხვა ახალგაზრდებიც არიან - ინგლისელი მოთამაშეები. ჩემი აზრით ეს გრანდიოზული პროექტია, იმედს ვიტოვებ წარმატებას მივაღწევთ.

მსურს მაქსიმუმს მივაღწიო, მოვიგო რაც შეიძლება მეტი ტიტული. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს ნაბიჯი ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესია. ეს ახალი ქვეყანაა, ახალი კულტურა, შესაძლებელია პირველი 2-3 კვირა გამიჭირდეს კიდეც, თუმცა ჩემი სურვილია ფეხბურთის თამაში და მისგან სიამოვნების მიღება. რა თქმა უნდა, მინდა რომ წარმატებული ვიყო, რათა შევძლო და ტიტულები მოვიგო. "ჩელსი" მსხვილი კლუბია, მისი სურვილია მოიგოს ყველაფერი, მე კი ამ მიზნის მიღწევაში თავს არ დავზოგავ. ერთად ბევრს მივაღწევთ."
- ციტირებს 21 წლის ნახევარმცველის სიტყვებს ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, კაი ჰავერცმა ლონდონის "ჩელსისთან" 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. იგი ამ გუნდის რიგებში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ