ბრუნო ფერნანდეში : ჩვენ დიდი გუნდის წარმომადგენლები ვართ

ბრუნო ფერნანდეში : ჩვენ დიდი გუნდის წარმომადგენლები ვართ მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ევროპის ლიგის ტურნირზე საუბრობს. მისი განცხადებით, ხსენებული ტურნირის მოგება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ფაქტორი იქნებოდა, რომელიც "წითელ ეშმაკებს" სამომავლოდ აუცილებლად წაადგებოდა.

"ჩემი აზრით აუცილებელია წინსვლა განვაგრძოთ, განვითარდეთ და პროგრესს მივაღწიოთ. ამ ტურნირზე გამოსვლა საჭიროა გამარჯვებულის მენტალიტეტით. კარგად გვესმის, რომ დიდი კლუბის ფეხბურთელები ვართ, რომელსაც დიდი ამბიციები გააჩნია. ჩვენ რამდენიმე ტიტულის მოპოვება გვსურს. რა თქმა უნდა, ინგლისის პრემიერლიგის თასი ერთ-ერთია იმ ტიტულებიდან, რომლის დაუფლებაც გვწადია. ევროპის ლიგის მოგება კი კარგი იქნებოდა მენტალიტეტისთვის. თუ ჩვენ აქ გამარჯვებას მივაღწევთ, ეს ძალზედ დაგვეხმარება შემდეგ სეზონში."-ციტირებს გამოცემა Goal ბრუნო ფერნანდეშის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ევროპის ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მანჩესტერ "იუნაიტედი" საფეხბურთო კლუბ "სევილიას" დაუპირისპირდება. მატჩი 16 აგვისტოს. თბილისი დროით 23:00 საათზე შედგება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.