ალისტერ ოვერიმი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს

ალისტერ ოვერიმი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს UFC-ს ჩემპიონის ტიტულის ექს-პრეტედენტი მძიმე-წონოსანი ალისტერ ოვერიმი MMA Junkie-თან ინტერვიუში აუგუსტო საკაისთან მოპოვებული გამარჯვების შესახებ საუბრობს, რომელიც ლას-ვეგასში UFC Fight Night ტურნირზე შედგა.

ვფიქრობ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ აუგუსტო რთული მეტოქეა. ვიცოდით, რომ დარტყმის ატანა შეეძლო, მაგრამ მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ჩვენ მორიგი გამარჯვება მოვიპოვეთ 40 წლის ასაკში.

ჩვენი გეგმა იყო მოვლენების ფორსირება არ მოგვეხდინა და მშვიდად გვემუშავა. არ ვიცი რა იქნება მომავალში. ცოტა უნდა დავისვენო, რადგან მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ მძიმე იყო.

ჩემი სავარჯიშო ბანაკი და გუნდი ძალიან მიყვარს. მიყვარს მუშაობა და ჩხუბი. ეს ჩემი ლტოლვა იყო 23 წლიდან. მიმდინარე წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისში დავბრუნდები
», - ციტირებს ოვერიმის სიტყვებს MMA Junkie.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ